Sunday, May 3, 2015

პროექტის პორტფოლიო








პროექტი საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა ჩართულობისა და სააზროვნო უნარების განვითარების. ის ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას.

Sunday, April 19, 2015

დღეს უკეთესად დავინახე უკუკავშირის როლი პროექტების განხილვისას. გავეცანით დაწყვილების მეთოდებს, წყვილებში გავაკეთეთ უკუკავშირის სიმულაცია, მივეცით რჩევები და დავინახე რომ უკუკავშირი ხელს უწყობს კითხვების სწორ ფორმულირებას. ეს პროცესი სასარგებლო იყო მეწყვილის ორივე წარმომადგენლისთვის. გავეცანი საავტორო უფლებეს და ვიცი რატომ და რა დროს არ უნდა დავარღვიო საავტორო უფლება.

Saturday, April 18, 2015

ისე როგორც სასწავლო პროცესში, ასევე პროექტების განხორციელებისას მეტად მნიშვნელოვანია შეფასების ფორმების სწორი არჩევა. მრავალფეროვანია შეფასების ფორმები და ინსტრუმენტები. განვიხილეთ შეფასების მეთოდები, სტრატეგიები. ინსტრუმენტები.  საინტერესო და სახალისოც  კი იყო პროცესი. შეფასებას სასწავლო პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს. შევიმუშავეთ შფასების დროში გაწერილი გეგმაც. თემის აქტუალურობის  გამო ყველა აქტიურად ვიყავით ჩართული. გავიგე ბევრი ახალი ინსტრუმენტი რომელიც შეფასების პროცესს გამიადვილებს და დამეხმარება პროექტის უკეთ წარმართვაში. შეფასების ინსტრუმენტების მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს მოსწავლის განვითარებას

Sunday, April 12, 2015

რეფლექსია

დავიწყეთ პროექტებით სწავლების ინტელის კურსი.  პროექტებით სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო დონეების განსავითარებლად. იზრდება მოსწავლის მოტივაცია და დამოუკიდებლად მეტი პასუხისმგებლობის წინაშე დგება. მნიშვნელოვანია რა  თანმიმდევრობით უნდა შევუდგე მუშაობას. რა თემა ავირჩიოთ და პრობლემები გავითვალისწინოთ,  შევიმუშავე თემის მოკლე შინაარსი. გავითვალისწინე ესგ-სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარები. ავირჩიე ის პუნქტები რაზედაც უნდა გავიდეს ჩემი პროექტი. უკეთ გავიგე როგორ დავისახო მიზნები და ჩამოვაყალიბო. ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ძალიან საინტერესო იყო პროცესი როდესაც მასწავლებლები ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს. დავიწყე გეგმის დაწერა და პროექტის პრეზენტაციაც, ამ ეტაპზე პროცესი უკვე საინტერესო ოყო.