Sunday, April 12, 2015

რეფლექსია

დავიწყეთ პროექტებით სწავლების ინტელის კურსი.  პროექტებით სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო დონეების განსავითარებლად. იზრდება მოსწავლის მოტივაცია და დამოუკიდებლად მეტი პასუხისმგებლობის წინაშე დგება. მნიშვნელოვანია რა  თანმიმდევრობით უნდა შევუდგე მუშაობას. რა თემა ავირჩიოთ და პრობლემები გავითვალისწინოთ,  შევიმუშავე თემის მოკლე შინაარსი. გავითვალისწინე ესგ-სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარები. ავირჩიე ის პუნქტები რაზედაც უნდა გავიდეს ჩემი პროექტი. უკეთ გავიგე როგორ დავისახო მიზნები და ჩამოვაყალიბო. ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ძალიან საინტერესო იყო პროცესი როდესაც მასწავლებლები ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს. დავიწყე გეგმის დაწერა და პროექტის პრეზენტაციაც, ამ ეტაპზე პროცესი უკვე საინტერესო ოყო.

No comments:

Post a Comment